სასტუმრო „რუმსში“ პროექტის - ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში" განიხილვა მიმდინარეობს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმსში "ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში" პროექტის განიხილვა მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფოსა და ფერმერების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას გულისხმობს.

როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებაში განათლების დეფიციტია, რის გამოც სწავლების ახალი მოდელის დანერგვა გადაწყდა.

"მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, გამომდინარე იქიდან, რომ დარგი წლებია მიტოვებულ მდგომარეობაშია, ვინაიდან განათლება ძალიან მწირი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა არის პირველი და პრიორიტეტული, რისი გაკეთებაც კერძო სექტორის გარეშე წარმოუდგენელი იყო.

გადავწყვიტეთ გაგკვეთებინა საპილოტე პროექტი, რომელიც გაეროსა და შვეიცარიის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება," - განაცხადა ზამბახიძემ.

მისი თქმით, სწავლების ეს ახალი მოდელი ნიშნავს, რომ ფერმერები თეორიას პროფესიულ, ხოლო პრაქტიკულ ცოდნას კერძო სექტორში მიიღებენ.

მისივე განცხადებით, ეს მეთოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფერმერებმა თავიანთი ბიზნესი განავითარონ და ამასთან, კვალიფიკაცია აიმაღლონ.

ცნობისთვის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე ქვეყნის 6 რეგიონში 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან, კერძო სექტორის მონაწილეობით 102 აპლიკანტი მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის და ვეტერინარული მიმართულებით შეირჩა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო