ფრანგმა ყასბებმა საფრანგეთის მთავრობას „აგრესიული ვეგეტარიანელებისგან დაცვის“ თხოვნით მიმართეს

ფრანგმა ყასბებმა საფრანგეთის მთავრობას „აგრესიული ვეგეტარიანელებისგან დაცვის“ თხოვნით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთის ყასბების ფედერაციის წერილში აღნიშნულია, რომ ვეგეტარიანელები ქვეყანაში ხორცის მირთმევის ტრადიციულ კულტურას საფრთხეს უქმნიან.

კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვეგეტარიანელებმა ხორცის 15 მაღაზიას დაუშინეს ქვები და ხელოვნური სისხლით მორწყეს მაღაზიის შესასვლელები.

საფრანგეთის ყასბების ფედერაციის პრეზიდენტის ჟან-ფრანსუა გიარის თქმით, ამგვარი თავდასხმები ტერორიზმის ფორმას წარმოადგენს.

„ეს ხალხი ტერორის დათესვას ცდილობს. თავისი ქმედებებით ისინი ცდილობენ უამრავ ადამიანს თავზე მოახვიონ თავინთი ცხოვრების წესი და იდეოლოგია“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საფრანგეთის გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 3% მიიჩნევს თავს ვეგეტარიანელად.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს