თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეების წამლობა ჩაატარა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წამლობა უკვე ჩაუტარდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, გოძიაშვილის სახელობის ბაღში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე არსებულ ხე-მცენარეებს.

“სულ შეიწამლა 95,5 ჰექტარზე, 18 413 ძირი, სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე. გარდა ამისა, 10 ივლისამდე განხორციელდება ხე-მცენარეების წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გოძიაშვილის სახელობის ბაღში, მზიურის პარკში, ვაკის პარკში, ბოტანიკური ბაღში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში და 9 აპრილის ბაღში.

აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების საჭიროება განაპირობა თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარული კვლევამ, რომლის შედეგადაც ხე-მცენარეებს დაავადებები გამოუვლინდათ“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს