მამუკა ბახტაძე - ჩვენ განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ

ჩვენ განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. ვცდილობ, სტატისტიკა არ მოვიყვანო ხოლმე ამასთან დაკავშირებით, ვიცით ისედაც, რომ ამ კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს, რომელთაც დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეხვდა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რაც ჩვენი განათლების სისტემაში ხდება და ზოგადად ის, რაც მთლიან ეკონომიკაზე აისახება, ეს ყველაფერი ძალიან რთული მოცემულობაა და „აქ ჩვენ გვჭირდება ძალიან პრინციპული და რადიკალური ნაბიჯები“.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლება უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის მთავარი, დომინანტი სექტორი, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„საზღვარგარეთაც უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ, მაგრამ გარემო ისეთი უნდა იყოს საქართველოში, რომ ყველას გვქონდეს განცდა - ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის თვითრეალიზაცია მოვახდინოთ აქ. ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ინოვაციებს, ენერგიას, იმას, რომ არ შევეგუოთ რაღაც არსებულ სტატუს კვოს, რომელიც შესაძლოა რაღაც ჭაობისმაგვარ სიტუაციას გვაგონებდეს. ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ერთსულოვნებას, იმას, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ პროგრესზე, იმაზე, რომ ის ფასეულობები რაც წინაპრებისგან გვაქვს, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობას, განვავითაროთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

პრემიერის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ