ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ზაფხულის სესიაზე, ადამიანის უფლებების დამცველების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების საჯარო პროცესებში ჩართულობაზე და საქართველოს პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებაზე ისაუბრა.

„სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში და თუ სახელმწიფოს სურს ამ ინსტიტუტის გაძლიერება, პირველ რიგში, ეს ორგანიზაციები უნდა ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს ეს კარგად აქვს გააზრებული და მნიშვნელოვანი გამოცილება დაგვიგროვდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ამ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით.

საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან როგორც საკანონმდებლო პროცესში, ასევე გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში. საპარლამენტო ღია მმართველობის ფარგლებში, ასეთი თანამშრომლობის არაერთი ფორმატია შექმნილი როგორც ცალკეულ საკითხებზე, ასევე საპარლამენტო კომიტეტებთან. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჩართულები არიან ისეთ პროცესებში, როგორიც არის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევა ქვეყანაში. ეს ეხება როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, ასევე ომბუდსმენის დასახელებას.

მთელი ეს ძალისხმევა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დემოკრატიული, განვითარებული საზოგადოების სწორად ფორმირებაზე. მაშინ, როდესაც ევროპის საბჭო ბევრ წევრ სახელმწიფოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეუძლია მიღწეულ პროგრესზე და იმ წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბროს, რომელიც მუშაობს და გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე. ამ მხრივ საქართველოს ბევრი აქვს გასაზიარებელი ევროპელი კოლეგებისადმი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სტრასბურგში გამართულ საზაფხულო სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი მონაწილეობენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს