ქუთაისში მდინარე ოღასკურის გაწმენდა და კალაპოტის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში მდინარე ოღასკურის გაწმენდა და კალაპოტის მშენებლობა მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს.

როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, აღნიშნული სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქს მრავალი წლის პრობლემა მოეხსნება.

მდინარე ოღასკურა უხვი ნალექის დროს თითქმის ყოველწლიურად დიდდება და ადგილობრივ მოსახლეობას ტბორავს. მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მდინარის კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს გულისხმობს, უკვე დაწყებულია.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს