თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე დედაქალაქის მერია ტენდერს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე დედაქალაქის მერია დაახლოებით 10 დღეში ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

როგორც კალაძემ “ინტერპრესნიუსის” შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია - „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ სატენდერო პირობებისთვის საჭირო დოკუმენტების არქონის გამო დისკვალიფიცირდა.

“რამდენიმე დღეში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ, ვინაიდან ტენდერში მონაწილე კომპანიამ საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ჩვენ ვერ მივცემდით თავს უფლებას პროექტი გარკვეული ხარვეზით მიგვეღო”, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

როგორც ცნობილია, თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა გუშინ ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია - "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" დისკვალიფიცირდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს