საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს ხალხს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და ბელარუსს ხალხს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ბელარუსის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს. მან დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და უმაღლესი დონის ვიზიტების აქტივობა.

“ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მაღალი დონის ვიზიტები, ბელარუსის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ბელარუსში, ამყარებს და განამტკიცებს ჩვენს პარტნიორობას. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ შეთანხმებებს რომლებსაც მივაღწიეთ ვიზიტის ფარგლებში, გაამყარებს უკვე აქტიურ სექტორალურ თანამშრომლობას საქართველოსა და ბელარუსს შორის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა ელჩის რანგში მისი პირველი დიპლომატიური მისია ბელარუსში და განაცხადა, რომ ამის გათვალისწინებით მისთვის კიდევ უფრო სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა ბელარუს ხალხთან ერთად.

სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს