ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, 1-ელ ივლისს ანაკლიის აკვაპარკში, სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, აკვაპარკი მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლებს. მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.

300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლა”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინი“ უზრუნველყოფს.

მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ