პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოებისა და გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციის მიზნით, 2 ივლისს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე: სამგორში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №2, №2ა, №3, №3ა, №4, №4ა, №5, №5ა, №6, №7, №8 და №9 - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე; გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე კორპუსები, სოფელ გიორგიწმინდაში წერეთლის, ყაზბეგის, ნინოწმინდის, გაგრის, ხევისპირის, დრანდის, იმერეთის, ბატონიშვილის, აღმაშენებლის, რამაზ გოგიაშვილის, ბორჩალოელის, მაისურაძის ქუჩები, ასევე, ბერთუბნის, თეთრი ტბისა და გლდანის ციხეების მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორი; გლდანის V და VI მიკრორაიონს შორის "ფრესკო შოპინგ ცენტრი", Carrefour, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის №1 განყოფილება, საჯარო სკოლა №69, ნიჟარაძის სახელობის №27 მუსიკალური სკოლა და სხვა კომერციული ობიექტები - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე; ნუცუბიძეზე, სანდრო ეულის ქუჩა №3 - 14:00 საათიდან 18:00 საათამდე; ისანში, დოდაშვილის ქუჩა №20 - 10:00 საათიდან 17:30 საათამდე; ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №49/49ბ -11:00 საათიდან 13:30 საათამდე. ასევე, დიდუბეში, გუდაუთის № 3, №5, აგლაძის № 34-1, №34-2, № 34-3, №34-4, №38, სამტრედიის № 1, №2, № 3, №4, № 5, №6, № 2ა, №2ბ, №3ა, № 4ა, №11, №13, № 15, № 17, №18, № 20, №24, № 26, № 50, №50ა, № 50ბ, №51, ხოშარაულის №29, №29-2, № 29-3, №29-4 (კოსმონავტების ქუჩის № 49) - ღამის 01:00 საათიდან 18:00 საათამდე. დროის ამავე პერიოდში გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებსაც, მათ შორის, „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურს, „ზოდი პლიუსს“, რესტორნებს: „კოლხეთი“ (ლუდის ბარი „კოლხეთი“), „ჭაშნაგირი“, „მრავალჟამიერი“, „ქართული სახლი“, „თავადური“ და სხვა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს