„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის მთავრობისგან განმარტებებს მოვითხოვთ, ბათუმში, რუსული ფესტივალის გამართვა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული

აჭარის მთავრობა რუსული პროპაგანდის მხარდამჭერია,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 30 ივნისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ფესტივალი გაიმართა, რომლის ძირითადი მიმართულება რუსული პროპაგანდა იყო.

„2018 წლის 30 ივნისს, ბათუმში გაიმართა ფესტივალი - 21-ე საუკუნის ბავშვები, რომლის მხარდამჭერი იყო აჭარის მთავრობა. პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები“ შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში და მისი ძირითადი მიმართულებაა რუსული პროპაგანდის გავრცელება დსთ-ს და სხვა ქვეყნებში. პროექტის ძირითადი მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი“, რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები, რუსეთის კულტურის სამინისტრო, მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, რუსეთის საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში და სხვა. ჩვენ არაერთხელ მოგვევლინა აჭარის მთავრობა რუსული პროპაგანდის მხარდამჭერად, რაც გასაჯაროვებული იქნა ჩვენს მიერ და მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისაგან რეაგირება, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აჭარის მთავრობა ასრულებს ცენტრალური ხელისუფლების დავალებას რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და პრორუსული განწყობების ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით. მოვითხოვთ, აჭარის მთავრობისაგან განმარტებებს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე რუსული ფესტივალის გამართვა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ცენტრალური ხელისუფლებისაგან რეაგირებას შესწავლილი იქნას აჭარის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიებები მიმართული იყო თუ არა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ",- განაცხადა დიასამიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს