ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს - თავი შეიკავეთ მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან - თქვენ რაც ხელი დაგიფარებიათ, იმაზე არ გიგიათ პასუხი ჯერ

ხელის დაფარება რომ ყოფილიყო, ამ კომისიას არავინ შეგაქმნევინებდათ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს „ევროპული საქართველოდან“, რომ უმრავლესობა ხელს აფარებს შსს-ს და პროკურატურას.

„პოლიტიკურ ჭრილში თუ გადაიყვანთ ბრალდებებს, პოლიტიკური პასუხები გვექნება. თავი შეიკავეთ მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან, როდესაც თითს გვიქნევთ და გვეუბნებით, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ. არავინ არავის აფარებს ხელს. თქვენ რაც ხელი დაგიფარებიათ, იმაზე არ გიგიათ პასუხი ჯერ. ამ კომისიაში ეს განწყობა რომ ვინმეს ჰქონოდა, კომისიას არავინ შეგაქმნევინებდათ. არავინ მოგცემდათ მანდატს, რომ კომისია შექმნილიყო. ეს სწორედ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ არავის არ დარჩენოდა განცდა თითქოს, არ გვაინტერესებს ამ საქმეზე რა ხდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს