გიორგი მიქაუტაძე - ნებისმიერ საკითხში რაღაც ბნელი წერტილები ვეძებოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას ემსახურება

ნებისმიერ საკითხში რაღაც ბნელი წერტილები ვეძებოთ და გავაჩინოთ ეჭვები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ვფიქრობ არ ემსახურება არანაირ მიზანს, გარდა იმისა, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქაუტაძე გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მოსაზრებას, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოცხადდა ვაკანსია გადატვირთულობის მიზეზით მაინცდამაინც რუსთავის საქალაქო სასამართლოში, როცა იგივე გადატვირთულობის პრობლემა სხვა სასამართლოებშიც არის.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოტანილი ყველა საკითხი ეჭვს იწვევს, ამ დროს კი ვერ ხდება დაკონკრეტება, რა ეჭვზეა საუბარი, ეს არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

"ძალიან არაკომპეტენტურად ხდება საკითხისადმი მიდგომა და დაგისაბუთებთ, თუ რატომ. წინა ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიხილავდით ბატონი გოჩა დიდავას განცხადებას, ეს იყო სულ სხვა მუხლით გამოტანილი საკითხი, რომელიც ეხებოდა მოსამართლის საჭიროების გამო მის სხვა სასამართლოში გამწესებას, რეგლამენტი ასეთ რამეს ითვალისწინებს. დღევანდელი საკითხი კი არის რუსთავის სასამართლოს გადატვირთულობა. სტატისტიკურად დადასტურებულია და ასევე საბჭოში ყველა წევრმა იცის, რომ საქართველოს სასამართლოებში, ყველაზე მეტი საქმე დღეის მდგომარეობით, სამოქალაქო მიმართულებით არის რუსთავში და თითო მოსამართლის წარმოებაში ადის 1200-ზე ზევით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთება იმის, თუ რატომაც ვიხილავთ ჩვენ ამ საკითხს. თურმე ყველა კანდიდატის მიმართ კითხვები არის, მაგრამ რა კითხვაა, რატომ არის, ამაზე პასუხს არავინ სცემს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე წარმოდგენილ ხუთი კანდიდატს მოუსმინეს. კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები გოჩა დიდავა და მაია შოშიაშვილი. მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი მომავალი სხდომისთვის ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა