გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანს - ახლა მთავარია რეფორმების გაგრძელება სასამართლო სფეროში

საქართველოში ახლა მთავარია რეფორმების გაგრძელება, მაგალითად, სასამართლო სფეროში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გერმანიაში შეხვედრისას განაცხადა.

ჰაიკო მაასმა თავის ქართველ კოლეგას სრული მხარდაჭერა დაუდასტურა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხში და აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმებს შთამბეჭდავი ტემპებით ახორციელებს და ამით სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში.

„ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატების ისტორია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გასული წლიდან ყველა ქართველს მიეცა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება. საქართველო შთამბეჭდავი ტემპებით ახორციელებს რეფორმებს და ამით სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში. ახლა მთავარია რეფორმების გაგრძელება, მაგალითად, სასამართლო სფეროში“, - აღნიშნა ჰაიკო მაასმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ