დავით ზალკალიანი გერმანიის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში შეხვედრებს მართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრიდრიხ ებერტის პოლიტიკურ ფონდში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა კოერბერის კვლევითი ცენტრისა და მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებთან.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ასევე ჰქონდეს გერმანიის ანალიტიკური ცენტრების მხარდაჭერა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ შემდგომ გერმანიის მთავრობის პოზიციის ფორმირებაშიც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

„ეს არის წამყვანი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბუნებრივია გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ ექსპერტებისთვის მოგვეთხრო იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს რეგიონში და რეგიონს მიღმა. საუბარი იყო ასევე საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხრიდან აბსოლუტური გაგება, სოლიდარობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით არის უალტერნატივო და რომ ამაში ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების განსაკუთრებული მხარდაჭერა. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს საკითხები რომელიც აქტუალურია ჩვენთვის იყოს ასევე აქტუალური მათი დღის წესრიგისთვის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით გერმანული ცენტრების მხრიდან გამოიხატა მზაობა მომავალში განაგრძონ თანამშრომლობა საქართველოს საკითხების აქტუალიზაციის მიმართულებით.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს