საქართველოს პროკურატურა - თურქული მხარის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში არ ფიგურირებს სექან კურტულუშის მიერ რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი

თურქული მხარის მიერ მოწოდებულ საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული, ს. ქ. - ს მიერ, 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თურქული მხარის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სერქან კურტულუშს ეხება.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, კურტულუში 27 ივნისს დააკავეს და მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა 3 თვის ვადით.

„თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 27 ივნისს, ქ. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს. ქ. 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ხსენებულ პირს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

თურქული მხარის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ს. ქ. - ს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა. მითითებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრების მიერ სისტემატიურად ხორციელდებოდა შეირაღებული თავდასხმები სხვადასხვა პირებზე ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით (განხორციელდა 26 შეიარაღებული თავდასხმა), ხდებოდა მუქარით ფულის გამოძალვა, დაშინება, ადამიანების გატაცება, აგრეთვე მათი ორგანიზაციის წევრების ან ორგანიზაციასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება.

აღსანიშნავია, რომ თურქული მხარის მიერ მოწოდებულ საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული, ს. ქ. - ს მიერ, 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი და შესაბამისად, ქართული მხარე საექსტრადიციო პროცედურებს აწარმოებს მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რისთვისაც ს. ქ. - ს ექსტრადიცია მოითხოვება თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს