გიორგი გახარიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის უდიდესი მონაპოვარი, რაზეც დგას სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარში გვედგა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გვერდში დგომისთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სამომავლო ურთიერთობებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს