მიკროავტობუსებმა თბილისში შესაძლოა, მხოლოდ მოკლე სამარშრუტო ხაზებზე იმოძრაონ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორების რეკომენდაციით, მიკროავტობუსები დედაქალაქში მხოლოდ მოკლე სამარშრუტო ხაზებზე უნდა მოძრაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, მიკროავტობუსები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არ უნდა გადაადგილდებოდნენ და მათ მოსახლეობა საცხოვრებელი უბნებიდან ავტობუსების გაჩერებებთან ან მეტროსადგურების სიახლოვეს უნდა მიჰყავდეთ.

„მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე კი არ გადაადგილდებოდნენ, არამედ, საცხოვრებელ უბნებში იყვნენ და მათ მოქალაქეები ავტობუსების გაჩერებებთან ან მეტროსადგურების სიახლოვეს მიჰყავდეთ. მოკლე ხაზებზე იმუშაონ და არა მთელ ქალაქში. მათი დაფარვის არეალები საგარეუბნო ზონები და დიდი საცხოვრებელი დასახლებები უნდა იყოს. უნდა იყოს გადაჯდომის ადგილები. გარკვეულწილად ეს ეხება ერთიანი გაბილეთიანების სისტემას, მაგრამ ამის სტრატეგიაც შესამუშავებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთიანი სისტემა უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა მერიამ 2018-2019 წლებში უნდა მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორეული და მესამეული საავტობუსო ქსელი და მიკროავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლის განსაზღვრას, მარშრუტების დადგენას, საჭირო მოცულობებისა და სიხშირეების განსაზღვრას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობების ერთმანეთში ინტეგრირებას გულისხმობს. ამავე პერიოდში, მერიამ ტრანსპორტის მოდელიც უნდა შეიმუშაოს, რაც გზათა ქსელის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს, ფუნქციური ზონირების რუკას, სამანქანო და მგზავრთნაკადების მონაცემებს მოიცავს. ტრანსპორტის განვითარების გეგმა კი, მერიამ 2019-2022 წლებში უნდა წარმოადგინოს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო