გიორგი მარგველაშვილი - ნატო და რეგიონი იქნება უფრო დაცული, როცა საქართველო იქნება ნატოს წევრი

ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ უნდა გადაიდგას ნაბიჯი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ და ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების შედეგად, ნატოში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.

"იმ უმაღლესი დონის ორივე შეხვედრაზე, რომლებსაც არაწევრი ქვეყნები ესწრებიან, საქართველო წარმოდგენილი იქნება და ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ ნატოს ქვეყნების ლიდერები. ჩვენ ველით, რომ ამ შეხვედრების შედეგად, აგრეთვე იმ ორმხრივი შეხვედრების შედეგად, რომლებიც დაგეგმილია სამიტის ფარგლებში, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ჩვენ ვითხოვთ ნატოს წევრობას და ყველა იმ ადეკვატურ ნაბიჯს, რაც ამ პროცესის დაჩქარებას განახორციელებს. ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა იწყება ამ საკითხით და ჩვენი მტკიცების ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში - ნატო და გლობალურად რეგიონი იქნება უფრო დაცული, როცა საქართველო იქნება ნატოს წევრი,"- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოს ჰყავს ბევრად მეტი მტკიცე მხარდამჭერი, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, როდესაც ისინი ამ გზას გადიოდნენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს