გამომძიებელი ირაკლი ფიფია - სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის მკვლელობის საქმეში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ განაცხადა.

კომისიის წევრის მიერ დასმულ შეკითხვაზე, იყო თუ არა საქმეზე ჩატარებული ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ უპასუხა, რომ ჩატარებულია.

“საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გაერკვია სიკვდილის უშუალო მიზეზები. ასევე, რამდენი ჭრილობა ჰქონდა, რომელი ჭრილობა რა ხარისხის იყო და ამ ჭრილობის ზომები. შემდეგ, როგორც კი მივიღეთ აღნიშნული სამედიცინო დასკვნა, ჩვენს მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული. ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები - როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული, ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა ამათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სიღრმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს - გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო - სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული?!“ - განაცხადა გამომძიებელმა.

მისივე თქმით, სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დაინიშნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტიზა.

“მილიმეტრული სიზუსტით არის გაზომილი ყველა ჭრილობა, როგორც სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე. ასევე, შედარებულია ორივე დანას. რაც შეეხება დავით სარალიძის სხეულზე არსებულ ჭრილობებს კონკრეტული დანით, გამოირიცხა 5 ჭრილობა რომ არ შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო. მეორე დანით არ გამოირიცხა არც ერთი ჭრილობა. ასევე, ლევან დადუნაშვილის სხეულზე 2 ჭრილობა გამოირიცხა შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერებისას ამოღებული დანით და არ გამოირიცხა საგამოძიებო ესპერიმენტისას ამოღებული გ.ბ.-ს დანით. თქვენ მოიწვევთ კომპეტენტურ ექსპერტს და დაუსვით ეს კითხვა, რამდენი დანით და რამდენი იარაღით არის შესაძლებელი მიყენებული იქნას ეს დაზიანებები. სხვა დანარჩენ კითხვაზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, - განაცხადა ირაკლი ფიფიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს