რუსთავში საერთაშორისო ბანაკის „International Youth Meeting“ ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბანაკის „International Youth Meeting“ ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართა.

ღონისძიებებში მონაწილეობა დანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან ჩამოსულმა ბავშვებმა და მათმა ახალგაზრდა ლიდერებმა, რუსთაველ ბავშვებთან ერთად მიიღეს. მათ დამსწრე საზოგადოებას, საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის კულტურა და ისტორია გააცნეს, მოაწყვეს ნაციონალური ნივთების გამოფენა და კერძების დეგუსტაცია.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა მეუღლესთან ერთად, იტალიის კონსული საქართველოში და საელჩოს კომერციული ატაშე დაესწრნენ.

„ამ ბანაკში ბავშვებს შეუძლიათ ურთიერთობა და საკუთარი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც მნიშვნელოვანია. საკუთარ ქვეყნებში, იმ შთაბეჭდილებებს წაიღებენ, რაც რუსთავზე და საქართველოზე დარჩებათ. სწორედ აი ასეთი აქტივობები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ამ ქალაქში და მისი მომავლი განვითარება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ღონისძიება ბანაკის ”ახალგაზრდული შეხვედრის“ ფარგლებში ჩატარდა და ძირითადი თემა - „მრავალფეროვნება ჩვენს ქალაქში-DiverCity“ იყო.

საერთაშორისო ბანაკი საქართველოში პირველად იმართება, ორგანიზატორი CISV- საქართველოა. საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრის მხარდამჭერები ქალაქ რუსთავის მუნიციალიტეტი, წყალი „ბაკურიანი“, კაფეტერია ,,გურმე“, SIQA, CISV GEORGIA JB-ია.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს