ე.წ.სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი - ქართული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია

ქართული მხარის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა.

„საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ არ გასცა ნათელი პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა ტატუნაშვილი წამების მსხვერპლი. ამგვარად, ქართულ მხარეს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ მისი სიკვდილი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დადგა“, - განაცხადა კოჩიევმა.

ის ასევე შეეხო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და აღნიშნა, რომ ცხინვალი საქართველოს მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სიას ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს