წიგნის „დავით აღმაშენებელი“ გამოცემასთან დაკავშირებით პერფორმანსი გაიმართება

თბილისში, პეკინისა და საბურთალოს ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ გადასასვლელზე, დღეს, დაიდგმება პერფორმანსი - ბრძოლის, ომის ინსცენირება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებისას ზებრა გადასასვლელს დაიკავებენ მსახიობები, რომლებიც რამდენიმე წამის განმავლობაში მტერთან შებრძოლებას განასახიერებენ.

პერფორმანსის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესები და წიგნის „დავით აღმაშენებელი“ გამოცემა ამცნოს. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტის, „ქართველი მეფეების“, ფარგლებში გამოიცემა.

წიგნის ავტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროექტის „ქართველი მეფეები“ ხელმძღვანელი - ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

ისტორიული შინაარსის წიგნების პროექტი „ქართველი მეფეები“ 29 იანვრიდან გამოიცემა და 24 ტომს აერთიანებს. წიგნები თვეში ერთხელ გამოიცემა. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ქართველი მეფეების თვალით დანახულ ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, გაიგოს მეტი მეფეების პიროვნული თვისებების, მათი ხედვისა და იმ მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. წიგნები დამოუკიდებლად, მხოლოდ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით წლების განმავლობაში იწერებოდა და მასზე ცნობილი მეცნიერებისა და ისტორიკოსების გუნდი მუშაობდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს