რუსეთი ქვეყნიდან ბერძენი დიპლომატების გაძევებას ჯერჯერობით არ აპირებს

რუსეთი ქვეყნიდან ბერძენი დიპლომატების გაძევებას ჯერჯერობით არ აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ წერს. მისი ინფორმაციით, დღეს საბერძნეთის ელჩი ანდრეას ფრიგანასი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას „საბერძნეთის ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილება გამოუცხადეს“. თუმცა, მოსკოვი სარკისებური ზომების მიღებას და ორი ბერძენი დიპლომატის გაძევებას ჯერ არ აპირებენ.

რუსეთში საბერძნეთის საელჩოში კომენტარებისგან თავს იკავებენ და ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმებას საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ურჩევენ.

შეგახსენებთ, საბერძნეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს და ქვეყანაში შესვლას კიდევ ორ დიპლომატს უკრძალავს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Kathimerini მაღალი რანგის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების უკანონო საქმიანობაზე ათენის პასუხს წარმოადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს