ზურაბ მიქაძე რობაქიძის საქმეზე - ექსპერტი არის ყალბი და მან პასუხი უნდა აგოს თავისი ყალბი ექსპერტიზის გამო

ექსპერტი არის ყალბი და მან პასუხი უნდა აგოს თავისი ყალბი ექსპერტიზის გამო, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზურაბ მიქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპერტ ასმათ მარუშევსკაიას მიერ პროცესზე მიცემული ჩვენებით არ დგინდება, რომ საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ვიდეო-მასალა მონტაჟის ნიშნებს შეიცავს. მიქაძის განცხადებით, ექსპერტმა დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხა, თუ როგორ დაადგინა საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე მონტაჟის ნიშნები. შესაბამისად, მისივე თქმით, უხერხულობის გამო, ექსპერტის ნაცვლად კითხვებზე პასუხების გაცემა პროკურორებს მოუწიათ.

"ჩვენ რასაც ვუსმენთ, დასკვნა არის ცალკე დოკუმენტი აღებული და ჩვენება, რომელსაც ექსპერტი იძლევა, აბსოლუტურად განსხვავდება დასკვნისგან. თავად ბრალდების წარმომადგენლები, სამი ბრალმდებელი, რომელიც პროცესზე ზის, უხერხულ სიტუაციაში ვარდება ექსპერტის მიერ გაცემული პასუხების გამო და იძულებულები არიან თვითონვე შეიტანონ პასუხში ცვლილებები და ამგვარად ნათელი მოფინონ იმას, თუ რა თქვა ექსპერტმა. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი იყო იმ მოტივით, რომ წინა დასკვნის ბუნდოვანებაში სინათლე უნდა შეეტანა და აღმოვჩნდით, საერთოდ უკიდურეს სიბნელეში. ექსპერტი არის ყალბი და მან პასუხი უნდა აგოს თავისი ყალბი ექსპერტიზის გამო",- განაცხადა ზურაბ მიქაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა მიმდინარეობდა. სასამართლოს დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო ვიდეოექსპერტი, ასმათ მარუშევსკაია, რომელიც დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. კითხვები შეეხებოდა ექსპერტის მიერ ვიდეო-მასალაზე ჩატარებულ ექსპერტიზას, თუ როგორ დაადგინა ექსპერტმა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მასალაში მონტაჟის ნიშნებია.

სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მომდევნო სხდომაზეც აღნიშნული ექსპერტი გამოიკითხება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს