ზვიად კვაჭანტირაძე - პლენარულ სხდომაზე ერთი და იგივე ხალხის მოსმენა ყელში ამოვიდა

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების კითხვებით გამოსვლებმა გააღიზიანა.

კვაჭანტირაძემ სხდომის წამყვანს ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ ერთი და იგივე ხალხის მოსმენა ყელში ამოვიდა და აღნიშნა ისიც, რომ მიდის “მათ ტვინებზე ნადირობა“.

“ბატონო თავმჯდომარე, მინდოდა მეთხოვა - მესმის, რომ პროცედურით ეს გათვალისწინებულია, მაგრამ ეს უკვე სპეკულაციაა, რომ ამდენჯერ გამოიყენო ტრიბუნა. დღეს გაუთავებლად ერთ და იგივე ხალხი გამოდის. სვამენ ერთი და იგივე კითხვებს ან არ შესწევთ უნარი, რომ კითხვები ისე დასვან, რომ ადეკვატური პასუხები მიიღონ ან პირდაპირ მიდის სპეკულირება. არ მინდა კიდევ ცუდი სიტყვა ვიხმარო რა... ჩვენ ტვინებზე ნადირობა... ასე არ გამოვა! მოგიწოდებთ, ჩვენც - კომიტეტებს მოგვცეთ დრო იმისთვის, რომ ნორმალურ ფარგლებში შევძლოთ საკომიტეტო აზრის დაფიქსირება მთავრობის წინაშე. ერთი და იგივე ხალხის მოსმენა ყელში ამოვიდა. ამას უყურებს ხალხი და ამით არიან აღშფოთებული. მერე გვიკვირს, რატომ არის ხალხი გაკვირვებული ჩვენი საქციელით“, - მიმართა კვაჭანტირაძემ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პასუხად კობახიძემ კოლეგას რეგლამენტით დადგენილი წესები განუმარტა და განაცხადა, რომ დეპუტატებს აქვთ ერთხელ კითხვის დასმის უფლება და შემდეგ კითხვების დაზუსტების უფლება.

“ჩვენ რეგლამენტის შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ზვიად კვაჭანტირაძის მისამართით.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, სამთავრობო პროგრამის გაცნობის შემდეგ იმართება კითხვა-პასუხი, შემდგომ დაზუსტების პროცედურა და ამის შემდეგ იწყება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში