ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ღიაობის მაღალი ხარისხი უზრუნველყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღია მმართველობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაედგა ნაბიჯები წინ, გამჭვირვალობის გასაზრდელად და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საჯარო ინსტიტუტები გახდეს უფრო ღია და ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე. ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო შორს გავიხედოთ მომავალში და ერთობლივად გავუმკლავდეთ იმ დარჩენილ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესის მრავალ სფეროში არსებობს. გასული წლის განმავლობაში, ღია მმართველობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაედგა ნაბიჯები წინ, გამჭვირვალობის გასაზრდელად და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იმისთვის, რომ განვითარებულიყო და ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად, მსოფლიო მრავალმა ქვეყანამ შეძლო, წარმატებით შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები საჯარო ინფორმაციის უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ისინი უფრო ანგარიშვალდებული არიან და სახელმწიფოები, რომლებიც ამ ინიციატივებს ახორციელებენ, უფრო უკეთესად თანამშრომლობენ ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ცვლილებების განხორციელებაში და ხელი შეუწყო წინა OGP-ის მიზნების შესრულებას.

„ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს პარლამენტმა მრავალი რეფორმა განახორციელა 2015 წელს საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ. დღეს, ჩვენ თავაწეულები და ამაყები ვართ ჩვენს მიერ განხორციელებული ძალისხმევისათვის და ჩვენს მიერ მიღწეული მიზნებისათვის, რომლებიც მიმართული იყო საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ასევე იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, კვლავ ვიღწვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას. 2018-2019 წლებში ღია მმართველობა კიდევ უფრო მეტ მიზნებს ისახავს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საპარლამენტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას, ასევე ხელს შეუწყობს ეფექტურობას და გამჭვირვალობას ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, ეს ასევე ჩართავს ჩვენს მოქალაქეებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად და უზრუნველყოფს კარგ მმართველობას. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს ღიაობის მაღალი ხარისხი. საბედნიეროდ, ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო სამოქალაქო საზოგადოების ენთუზიაზმისა და ინტენსიური ჩართულობისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საკონსულტაციო ორგანოს როლი, რომელიც პარლამენტში არსებობს.

“ჩვენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, როგორც სამთავრობო სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, ასევე ღიაობის უზრუნველყოფა როგორცც მოკლევადიან პროცესში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კობახიძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ღიაობის მაღალი ხარისხი უზრუნველყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღია მმართველობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაედგა ნაბიჯები წინ, გამჭვირვალობის გასაზრდელად და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საჯარო ინსტიტუტები გახდეს უფრო ღია და ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე. ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო შორს გავიხედოთ მომავალში და ერთობლივად გავუმკლავდეთ იმ დარჩენილ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესის მრავალ სფეროში არსებობს. გასული წლის განმავლობაში, ღია მმართველობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაედგა ნაბიჯები წინ, გამჭვირვალობის გასაზრდელად და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იმისთვის, რომ განვითარებულიყო და ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად, მსოფლიო მრავალმა ქვეყანამ შეძლო, წარმატებით შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები საჯარო ინფორმაციის უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ისინი უფრო ანგარიშვალდებული არიან და სახელმწიფოები, რომლებიც ამ ინიციატივებს ახორციელებენ, უფრო უკეთესად თანამშრომლობენ ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ცვლილებების განხორციელებაში და ხელი შეუწყო წინა OGP-ის მიზნების შესრულებას.

„ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს პარლამენტმა მრავალი რეფორმა განახორციელა 2015 წელს საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ. დღეს, ჩვენ თავაწეულები და ამაყები ვართ ჩვენს მიერ განხორციელებული ძალისხმევისათვის და ჩვენს მიერ მიღწეული მიზნებისათვის, რომლებიც მიმართული იყო საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ასევე იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, კვლავ ვიღწვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას. 2018-2019 წლებში ღია მმართველობა კიდევ უფრო მეტ მიზნებს ისახავს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საპარლამენტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას, ასევე ხელს შეუწყობს ეფექტურობას და გამჭვირვალობას ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, ეს ასევე ჩართავს ჩვენს მოქალაქეებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად და უზრუნველყოფს კარგ მმართველობას. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს ღიაობის მაღალი ხარისხი. საბედნიეროდ, ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო სამოქალაქო საზოგადოების ენთუზიაზმისა და ინტენსიური ჩართულობისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საკონსულტაციო ორგანოს როლი, რომელიც პარლამენტში არსებობს.

“ჩვენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, როგორც სამთავრობო სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, ასევე ღიაობის უზრუნველყოფა როგორცც მოკლევადიან პროცესში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი