ავსტრიის ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეინჰოლდ ლოპატკას შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ავსტრიისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური მიმართულებები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები.

„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა რეინჰოლდ ლოპატკას ავსტრიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რეინჰოლდ ლოპატკას გააცნო საქართველოს ახლად დამტკიცებული მთავრობის 5 მთავარი პრიორიტეტი და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის უმთავრეს ორიენტირად. მინისტრის განცხადებით, ახალი პრიორიტეტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ დღის წესრიგთან და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციულ პროცესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რეინჰოლდ ლოპატკამ დავით ზალკალიანს გააცნო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ავსტრიის მთავრობის ძირითად პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. რეინჰოლდ ლოპატკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს