ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ მთავრობის მეთაურის პირველი სამუშაო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს იწყება პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ის ხვდება უმაღლესი დონის წარმომადგენლებს, პირველი შეხვედრა ექნება პრეზიდენტ ტუსკთან.

ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების მოლოდინია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია აქვს აღებული ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

„მას ასევე ექნება შეხვედრები იმ პრიორიტეტულ კომისრებთან, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მხრივ, განსაკუთრებით აღვნიშნავ ვაჭრობის კომისარ სესილია მალმსტრომს, რადგანაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეკრულება და ზოგადად, ასევე მოლოდინი არის იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი გაუსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება, მისი ზედმიწევნით შესრულება და შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო