ნოდარ ხადური GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს, მათივე ინიციატივით შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, GIZ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ხელმძღვანელი, თომას მაიერი; სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, კატია კამერერი; ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ექსპერტი, ნონა გელაშვილი.

შეხვედრაზე, GIZ-ის წარმომადგენლების ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სურვილი გამოითქვა. ძირითად განსახილველ საკითხს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომლის შესაბამისადაც, მომხმარებელთა დაცვის სფეროში აღმასრულებელ უწყებად კონკურენციის სააგენტო მოიაზრება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში განიხილება. მათივე განცხადებით, კონკურენციის სააგენტო დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სიახლეების ეტაპს გადის.

„ვფიქრობთ, რომ კონკურენციის სააგენტოს აქვს რესურსი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა აღასრულოს. სასურველი იქნება ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა დავიწყოთ და სამომავლოდ, ეტაპობრივად კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - აცხადებენ GIZ-ის წარმომადგენლები.

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, GIZ-ის წარმომადგენლებმა, ნოდარ ხადურს ინტეგრირებული ექსპერტის გრძელვადიანი ვიზიტის ორგანიზება შესთავაზეს, რომელიც სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში გაუწევს დახმარებას და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში იქნება ჩართული.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, მათ შორის, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, სასამართლო კორპუსის და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და შემოთავაზებული ინიციატივისათვის და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ფუნქციის დაკისრების შემთხვევაში, სააგენტოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დონორი ორგანიზაციების დახმარება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სლავა ფეტელავა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნოდარ ხადური GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს, მათივე ინიციატივით შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, GIZ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ხელმძღვანელი, თომას მაიერი; სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, კატია კამერერი; ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ექსპერტი, ნონა გელაშვილი.

შეხვედრაზე, GIZ-ის წარმომადგენლების ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სურვილი გამოითქვა. ძირითად განსახილველ საკითხს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომლის შესაბამისადაც, მომხმარებელთა დაცვის სფეროში აღმასრულებელ უწყებად კონკურენციის სააგენტო მოიაზრება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში განიხილება. მათივე განცხადებით, კონკურენციის სააგენტო დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სიახლეების ეტაპს გადის.

„ვფიქრობთ, რომ კონკურენციის სააგენტოს აქვს რესურსი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა აღასრულოს. სასურველი იქნება ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა დავიწყოთ და სამომავლოდ, ეტაპობრივად კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, - აცხადებენ GIZ-ის წარმომადგენლები.

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, GIZ-ის წარმომადგენლებმა, ნოდარ ხადურს ინტეგრირებული ექსპერტის გრძელვადიანი ვიზიტის ორგანიზება შესთავაზეს, რომელიც სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში გაუწევს დახმარებას და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში იქნება ჩართული.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, მათ შორის, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, სასამართლო კორპუსის და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და შემოთავაზებული ინიციატივისათვის და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ფუნქციის დაკისრების შემთხვევაში, სააგენტოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დონორი ორგანიზაციების დახმარება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სლავა ფეტელავა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია