თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დადგება

პარლამენტის პირველი - ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავს ვეღარ ხედავდა, რაც კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოიხატებოდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დავით ჭიჭინაძეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა იქნება.

„დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება. არ ვიცი, მომავალში თავს სად მოიაზრებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა. მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და მარტივად არ ხდება. ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში წინ უსწრებდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. კარგა ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავის თავს ვერ ხედავდა, სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო