შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილი ჯგუფის წევრები მსჯელობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პროექტის ინიციატორ დეპუტატებთან სოფო კილაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა იტერესების დამცველი ორგანიზაციები.

ორდღიან შეხვედრაზე მხარეები შეიმუშავებენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კონცეპტუალურად ახალ და ეფექტურ რეგულაციებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირთან გაფორმებული, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულო დირექტივების მოთხოვნებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის პროექტი, რომელიც შემუშავადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ.

მხარეები იმსჯელებენ პროექტის წარმოდგენილი ცვლილებების კონცეფციაზე, პრინციპებსა და მიზნებზე, ისევე როგორც მოხდება კანონპროექტის დატალური განხილვა. სოფო კილაძემ შრომის უსაფრთხოების ძლიერი სისტემის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შრომის უსაფრთხოების ძლიერი სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამისთვის გვჭირდება შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი. ის უფლებები, რაც კანონის დონეზე განისაზღვრება, აუცილებლად უნდა მოვიდეს სისრულეში იმისათვის, რომ ტყიბულის მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

სამუშაო ჯგუფი შექმნილია შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვისა და დახვეწის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

პროექტი საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა