ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედურაში ჰესის "ხელედურა 3" მშენებლობას აპროტესტებენ

ქვემო სვანეთში ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედურაში ჰესის "ხელედურა 3" მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის ექვსმა მონაწილემ დღეს შიმშილობა დაიწყო. მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმას, ლენტეხში ჰესების მშენებლიბის დასაწყებად მძიმე ტექნიკის შემოყვანის გამო მიმართეს. ისინი ტექნიკის გაყვანს ითხოვენ და ამბობენ, რომ ჰესის აშენებით საფრთხე არამარტო ხელედურას არამედ მიმდებარედ კიდევ ოთხ სოფელს ემუქრება.

"რამდენიმე თვეა ამ ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებთ. დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართეთ, რადგან გავიგეთ, რომ ცაგერის რაიონში ტექნიკა შემოაპარეს. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ტექნიკა დგას, ექვსმა ადამიანმა შიმშილობა დავიწყეთ. ჩვენი აქციის შესახებ ბევრმა არ იცის, რადგან ტექნიკის შემოსვლის შესახებ დღეს გავიგეთ, გვითხრეს, რომ დღეს უნდა დაძრულიყვნენ ლენტეხისკენ. მოვითხოვთ გაიყვანონ ტექნიკა და არ ააშენონ, რადგან ჩვენ გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის წინ გაკეთებული გეოლოგიური დასკვნა, სადაც წერია, რომ ეს ადგილი არის რისკის შემცველი. აქ სამი ხის მოჭრაც კი საშიშია, რადგან მას შეუძლია მდინარე ხელედურას კალაპოტი შეუცვალოს და იგივე შედეგს მივიღებთ, რაც ჭუბერში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ჰესი რომ აშენდეს, აქ სამი ხე კი არა თურმე უნდა გაიკაფოს ათასობით უნიკალური სახეობის ხე. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ლენტეხში არის თურქეთის რამდენიმე მოქალაქე დაბანაკებული და ითხოვს იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, როგორც ვიცით ტყის გასაკაფად", - თქვა ზაზა ლიპარტელიანმა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობას თურქული კომპანია გეგმავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო