ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შს სამინისტროს სერიოზული პროგრესი ექნება

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, შესაძლოა კანონმდებლობა გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კრიმინალთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„მუშაობა წარიმართება მათ შორის საპარლამენტო ფორმატში. ამასთან დაკავშირებით, აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ბულინგი სკოლებში. არის კონკრეტული ზომები მისაღები და სტრატეგია ჩამოსაყალიბებელი. ამაში პარლამენტი აქტიურად არის ჩართული. ყველა მიმართულებით არის სამუშაო. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. გიორგი გახარია სათავეში უდგას ამ პროცესებს და მისი ხელმძღვანელობით, დარწმუნებული ვარ, ყველა მიმართულებით იქნება პროგრესი. რა თქმა უნდა, კრიმინალთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება სერიოზული პროგრესი ყველა მიმართულებით. მათ შორის კანონმდებლობაც შეიძლება გადაისინჯოს, თუ ეს არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს