საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - თბილისს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური გეგმა

თბილისს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური გეგმა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ განაცხადა. როგორც სოხაძემ აღნიშნა, მერიის შენიშვნების შემდეგ დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

„გენგეგმის პროექტი არის სრულყოფილი დოკუმენტი. რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად ეს დოკუმენტი დაიხვეწა და შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისს საკრებულოში ოფიციალური განხილვების შემდგომ ექნება ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური გეგმა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე", - განაცხადა სოხაძემ.

რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, როგორც სოხაძემ განმარტა, გენერალურ გეგმაში დეტალურადაა გაწერილი, რა ქმედებები უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა იმ ქონებებთან დაკავშირებით, რომლებიც არასამშენებლო ზონაში მოყვნენ და მათი მდგომარეობა გაუარესდა.

"არის რამდენიმე ვარიანტი - ჩანაცვლება, კომპენსაცია და სხვ. რათა არ დაზიანდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესები. ერთ-ერთი ხარვეზი, რაც მუნიციპალიტეტმა აპრილში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს წარუდგინა, დღეს ეს ყველაფერი გენერალური გეგმის პროექტში გაწერილია",- განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, სოხაძემ აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, გენგეგმა მერიას ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებას სთავაზობს.

"ამ დოკუმენტის შემუშავების შედეგად გაირკვევა, როგორ უნდა მოხდეს ან ტერიტორიის განვითარება",- განაცხადა სოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტს განიხილავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?