ბაქარ ბერეკაშვილი - ახალი მთავრობა მემარჯვენე არ უნდა იყოს, რადგან ივანიშვილის მთავარი იმედგაცრუება არის ის, რომ კვირიკაშვილის მემარჯვენე მართვის მეთოდებმა ვერ გაამართლა

ახალი მთავრობა მემარჯვენე არ უნდა იყოს, რადგან კვირიკაშვილის მიმართ ივანიშვილის მთავარი იმედგაცრუება იყო ის, რომ კვირიკაშვილის მემარჯვენე მართვის მეთოდებმა ვერ გაამართლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტილოგმა ბაქარ ბერეკაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრები ან სერიოზული ცვლილებები უნდა გააჩინოს, რომელიც მემარჯვენე ტენდენციებს დაასრულებს და სრულიად ახალ პოლიტიკურ შეხედულებებს შემოიტანს.

„რამდენად შეძლებს ამას ახალი მთავრობა არ ვიცი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილით იმედგაცრუებულია და ძველი მთავრობა გამოკვეთილად მემარჯვენე იყო, ეს ნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკის ალტერნატივა უნდა გაჩნდეს და თვითონ ივანიშვილსაც სურს, რომ რამე შეცვალოს. მისთვის სასურველი უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მემარჯვენე ორიენტაცია არ ექნება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ კვირიკაშვილის მისამართით ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს, პოლიტოლოგის განმარტებით, მთავარი, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კონცენტრირდა, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ იმედგაცრუება იყო.

„დანარჩენი, რაც მარგველაშვილსა და ოპოზიციასთან მიმართებაში ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილი აქამდეც სულ საუბრობდა. მთავარი იყო ის, რომ საკმაოდ მწვავე იყო მისი კრიტიკა კვირიკაშვილის მიმართ, თუმცა შეეძლო უფრო მწვავეც ყოფილიყო - ის არ იყო არც ძალიან რადიკალური და არც რბილი, რაღაც შუალედური მიდგომა ჰქონდა,“ - აღნიშნა მან.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბაქარ ბერეკაშვილი - ახალი მთავრობა მემარჯვენე არ უნდა იყოს, რადგან ივანიშვილის მთავარი იმედგაცრუება არის ის, რომ კვირიკაშვილის მემარჯვენე მართვის მეთოდებმა ვერ გაამართლა

ახალი მთავრობა მემარჯვენე არ უნდა იყოს, რადგან კვირიკაშვილის მიმართ ივანიშვილის მთავარი იმედგაცრუება იყო ის, რომ კვირიკაშვილის მემარჯვენე მართვის მეთოდებმა ვერ გაამართლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტილოგმა ბაქარ ბერეკაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრები ან სერიოზული ცვლილებები უნდა გააჩინოს, რომელიც მემარჯვენე ტენდენციებს დაასრულებს და სრულიად ახალ პოლიტიკურ შეხედულებებს შემოიტანს.

„რამდენად შეძლებს ამას ახალი მთავრობა არ ვიცი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილით იმედგაცრუებულია და ძველი მთავრობა გამოკვეთილად მემარჯვენე იყო, ეს ნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკის ალტერნატივა უნდა გაჩნდეს და თვითონ ივანიშვილსაც სურს, რომ რამე შეცვალოს. მისთვის სასურველი უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მემარჯვენე ორიენტაცია არ ექნება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ კვირიკაშვილის მისამართით ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს, პოლიტოლოგის განმარტებით, მთავარი, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კონცენტრირდა, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ იმედგაცრუება იყო.

„დანარჩენი, რაც მარგველაშვილსა და ოპოზიციასთან მიმართებაში ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილი აქამდეც სულ საუბრობდა. მთავარი იყო ის, რომ საკმაოდ მწვავე იყო მისი კრიტიკა კვირიკაშვილის მიმართ, თუმცა შეეძლო უფრო მწვავეც ყოფილიყო - ის არ იყო არც ძალიან რადიკალური და არც რბილი, რაღაც შუალედური მიდგომა ჰქონდა,“ - აღნიშნა მან.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია