„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს მასპინძლობს

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ვიცე–პრეზიდენტს მასპინძლობს.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ვიცე–პრეზიდენტი, ამავდროულად „თურქეთის წითელი ნახევარმთვარის“ პრეზიდენტი კერემ კინიკი საქართველოს სამუშო ვიზიტით დღეს ესტუმრა. აღნიშნული ფედერაციის ვიზიტის მიზნებზე დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ მხარეებმა ისაუბრეს.

ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრის, ასევე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის ნათია ლოლაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის პირებთან, რომლებიც განიხილავენ მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის ძირითად პოლიტიკას, ასევე წითელი ჯვრის რეგიონალური საწყობისა და ტრენინგ ცენტრის გახსნას საქართველოში და სხვა სამომავლო გეგმებს.

როგორც შეხვედრაზე „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ წარმატებით ართმევს თავს საქმიანობას და საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებას.

„ჩვენი გუნდი ამჯერად სწავლობს საზოგადოების საწყობებში არსებულ მდგომარეობას, რათა მარაგები შეივსოს და გაიზარდოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება. სტიქიური უბედურებები არ ცნობენ საზღვრებს“, – განაცხადა კერემ კინიკიმ.

მისივე თქმით, საქართველოში მათი ფედერაციის რეგიონალური ოფისია განთავსებული, რომლითაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საქმიანობის კოორდინაცია ხდება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ