გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო 465 ობიექტი დაჯარიმდა, 252-ს კი, გაფრთხილება მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში (იანვარი-ივლისი) არაგეგმური შემოწმებების დროს, 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტოგასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტების არაგეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, კონკრეტულად კი, რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული.

ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა (გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში, ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება) შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო (გარდა აფთიაქებისა) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ არაგეგმურ შემოწმებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსურად, ლიცენზიის გამცემ სუბიექტთან ერთად ატარებს, მათ შორისაა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და შემოსავლების სამსახური.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, წელს არაგეგმური შემოწმება 1640 ობიექტში ჩატარდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და ამ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო 465 ობიექტი დაჯარიმდა, 252-ს კი, გაფრთხილება მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში (იანვარი-ივლისი) არაგეგმური შემოწმებების დროს, 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტოგასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტების არაგეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, კონკრეტულად კი, რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული.

ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა (გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში, ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება) შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო (გარდა აფთიაქებისა) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ არაგეგმურ შემოწმებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსურად, ლიცენზიის გამცემ სუბიექტთან ერთად ატარებს, მათ შორისაა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და შემოსავლების სამსახური.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, წელს არაგეგმური შემოწმება 1640 ობიექტში ჩატარდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და ამ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია