ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო დროშა II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს გადააბარა. დღეიდან, II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო და მომდევნო 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოლფ-იურგენ შთალი და კოალიციური ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები დაესწრნენ.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ, ტაქტიკური დაჯგუფება მულტინაციონალური მხარდაჭერის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიქაელ ლაბსხიმ და IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაურმა, მაიორმა გოგა ნოზაძემ მიმართეს. მათ IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში ჩართულ ახალ ქართულ ქვედანაყოფს სამომავლოდ წარმატება უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით და მისიაში ღირსეული და გამორჩეული მსახურისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრის თვიდან ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ და წარმატებით დაასრულა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს