ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოცხადდა, მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი.

“სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება. ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს