“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მე-2 საერთაშორისო კონფერენციას მართავს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით, რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც წყალმომარაგების დარგის სისტემურ განვითარებას ეძღვნება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, კონფერენცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მიესალმა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროს სისტემური განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„მივესალმები gwp-ის ინიციატივას გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროს სისტემური განვითარების ირგვლივ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი გამოვიდნენ.

კონფერენციაში მონაწილეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად, საქართველოს წყალმომარაგების სექტორის და gwp-ის პარტნიორების, ევროპის ლიდერი კომპანიების პირველი პირები იღებენ. საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად, ღონისძიებას გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან ჩამოსული წყალმომარაგების კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებიან.

„ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე, კომპანიის სისტემურ გაუმჯობესებასა და სერვისის სტაბილურობაზე“, - აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე.

საერთაშორისო კონფერენციაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები იმ სიახლეებზე საუბრობენ, რასც კომპანია საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან ერთად საქართველოში ნერგავს. თავის მხრივ, უცხოურმა წყალმომარაგები კომპანიები და მწარმოებლები ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს