ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სკოლის მოსწავლე მარიამ ბეჟოშვილი, პარიზში გამართულ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალ „პარიზის ვარსკვლავზე“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, 12 წლის ბალერინას კონკურსზე მიღწეული წარმატება მიულოცა და სიმბოლურ საჩუქართან ერთად, სპეციალური სიგელი გადასცა. ირაკლი ტაბაღუამ, სამახსოვრო სიგელით, მარიამ ბეჟოშვილის პედაგოგი ნატა ფურცელაძეც დააჯილდოვა.
ქალაქის მერმა 12 წლის ბალერინას სამომავლო წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის კიდევ არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქალაქს.
„მინდა განასაკუთრებული მადლობა ვუთხრა პედაგოგს და თავად მარიამს, რომელმაც პარიზში გამგზავრებამდე ერთგვარი პირობა დადო, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ხელცარიელი არ დაუბრუნდებოდა ქალაქს. მე ვფიქრობ, აი ასეთი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მარიამ ბეჟოშვილი საფრანგეთში რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაემგზავრა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"