მამუკა ბახტაძე - გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება

გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესება. „2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით. ასევე, მინდა გაცნობით, რომ ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. იცით, რომ ამ მხრივ გადავდგით ნაბიჯი. ვგულისხმობ ბენზინის მიმართულებაში სტნადარტის აწევას, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზეც. საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი ევრო ოთხამდე, ხოლო 2020 წელს უკვე ის გავზარდოთ ევრო ხუთამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ ათჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს ხდება საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. „ამასთან ერთად, ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტოავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე უფრო ხელმისაწვდიმი და კომფორტული გადაადგილების საშუალება გახდეს. ამასთან, ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოღებას, აქ ჩვენ ამავე დროს, ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით. აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ გარემოსდაცვითი ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღბა მიექცევა როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა