არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი

მმართველი პარტიის პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ თარიღის დასახელება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრეროგატივაა.

„საპრეზიდენტო არჩევნების ვადის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა. შესაბამისად, ჯერჯერობით არსებობს ვადა იმისთვის, რომ მან დაასახელოს კონკრეტული თარიღი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო