ფოთის საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი დააბრძანეს

ფოთის საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი დააბრძანეს. იგი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და მრევლის ძალისხმევით შეიქმნა.

საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა. როგორც მან ქადაგების დროს აღნიშნა, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი ფოთში დაივანებს და სიმბოლო იქნება საქართველოს განახლების.

„ტაძარი ბრწყინვალე აღდგომის სახელობისაა, აღდგომა ეს არის ჩვენი ყველას იმედიც, მოლოდინიც და სწორედ ეს რწმენა გვაერთიანებს ქრისტიანებს. შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ წყენა, გაუგებრობა, მაგრამ სიყვარულმა უნდა აჯობოს და გადაწონოს. ხდება ხოლმე , რომ ადამიანი თავისი წყენისა და უკმაყოფილების გამო, ვერ ჯობნის თავის თავში აი იმ მთავარ ღირსებას, რასაც ღვთისადმი ხატება წარმოადგენს და უარს ამბობს იმ წყალობაზე, რასაც ღმერთი აძლევს, რადგან ღმერთი არ არის დამსჯელი, ღმერთი არის მოწყალე. გთხოვთ, მიიღოთ ეს წყალობა, იმისათვის, რომ მივბაძოთ ჩვენი რწმენის წინამძღვარს - ჩვენს იესო ქრისტეს. ჩვენ აღთქმის მემკვიდრეები ვართ და სწორედ ეს მემკვიდრეობა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ქრისტეში ერთობა გადაგვარჩენს, იმედი მაქვს, ამ გზებს არა თუ მოვნახავთ, არამედ მტკიცედ დავადგებით“,- განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება