საქალაქო სასამართლოში, ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მალხაზ ტოხოსაშვილი სამართალდამცველებმა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 4 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. ამასთან, პროკურორის განმარტებით, საქმეზე გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზეც მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით მას წარდგენილი აქვს ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. კერძოდ, ეს გახლავთ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა. გარდა ამისა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ასევე სხვა მიმართულებით მიმდინარეობს, ტერორისტულ ორგანიაზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმის მიხედვით, თუ რას დაადგენს გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მას ბრალდება დაუმძიმდეს, თუმცა ამ ეტაპზე მას წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდება“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალხაზ ტოხოსაშვილის საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა,

პროკურორი განმარტავს, რომ აღნიშნულ განცხადებას არ იცნობს, თუმცა შეუძლია დადასტუროს, რომ ჩხრეკა ჩატარდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმ მიმართულებითაც, რომელიც ეხება ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას და მასში გაწევრიანებას. შესაბამისად, ჩვენ რა მტკიცებულებებიც გვექნება იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხუნჯუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო