მიხეილ ბატიაშვილი - უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით შედეგები ისეთი არ არის, რა მოლოდინიც იყო, ამიტომ პროგრამას რეფორმა შეეხება

განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უფასო ფაკულტეტების საკითხის შესწავლისას გამოჩნდა, რომ შედეგები ის არ არის, რაც მოლოდინი იყო, ამიტომ პროგრამას რეფორმა შეეხება.

ამის შესახებ ბატიაშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მლნ ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. მუშავდება რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ამზადებს რეფორმების პაკეტს, რომელსაც სექტემბერში წარადგენს.

„ვემზადებით, რომ სექტემბერში, ძალიან მალე წარვადგინოთ რეფორმა, რომელიც შეეხება განათლების ხუთივე საფეხურს და მოიცავს მთელ სისტემას. წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და რეფორმის პრეზენტაციამდე მუშაობა გაგრძელდება კონსულტაციები. სისტემური რეფორმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული. გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები სისტემის წინსვლისთვის“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს