თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო სექტორთან თემატურ შეხვედრებს გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული გაცნობითი ხასიათი შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ესწრებოდა.

თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა აჭარაში დემოკრატიული განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის. მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მათთან ღიაობის და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აუცილებლად გაგრძელდება თემატური შეხვედრების ფორმატში და იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის განვითარების საკუთარ ხედვებზე გაამახვილა ყურადღება და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში არასამთავრობოების ჩართულობის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

„არასამთავრობო სექტორის წინადადებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასახავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და რეგიონს აწუხებს. შეხვედრები გაგრძელდება, იქნება თემატური შეხვედრებიც. პირადად მე მზად ვარ ყოველი ორი თვის განმავლობაში შევხვდე და მოვისმინო მათი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. მთავრობის აპარატში იმუშავებს თანამშრომელი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ფუნქცია და ის იქნება ყოველდღიურ კონტაქტზე არასამთავრობო სექტორთან“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კითხვა-პასუხის რეჟიმში ორი საათი გაგრძელდა. საუბარი შეეხო ყველა იმ პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც რეგიონში ბოლო წლებია არსებობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა