რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვებიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ყაზბეგის მიმართულებით არსებულ ვითარებას ეცნობა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს.

მათივე ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამეგრელოში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება.

ასევე, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია აჭარაში ჩავა, სადაც კოკისპირული წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასზე მეტი შეტყობინება შევიდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს