ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება

ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება, ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მედიის წარმომადგენლებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის, მათ შორის მეორე კვარტალში 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გააქტიურებული საინვესტიციო საქმიანობა, ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, გაზრდილი ტურიზმი, ასევე პოზიტიური ტრენდით ხასიათდება მიმდინარე პერიოდში საგარეო სექტორის მდგომარეობა.

„მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ეროვნული ვალუტის მდგომარეობას, 2018 წლის 10 აგვისტოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1 პროცენტით არის გამყარებული“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრის მონაწილეები უფრო აქტიურად აკვირდებიან რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის თურქეთისას, სადაც ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას აქვს ადგილი, ანალოგიური ვითარებაა რუსეთში რუბლის შემთხვევაშიც.

„აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანია რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია და ივლისში 15.85 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს